Ajara Tv // აჭარის ტელევიზია - 16 აგვისტოში 2012 - Sheubere.Ucoz.Com
მთავარი » 2012 » აგვისტო » 16 » Ajara Tv // აჭარის ტელევიზია
9:47 AM
Ajara Tv // აჭარის ტელევიზია
ინფორმაცია ტელევიზიაზე:
დასახელება:აჭარა
წელი:1987
აღწერა:
აჭარის ტელერადიო დეპარტამენტი ერთადერთი რეგიონალური არხია საქართველოში, რომელიც თანამგზავრით მაუწყებლობს.
 
იგი 1987 წელს შეიქმნა. პირველად ეთერში კვირაში ორჯერ, 15-წუთიანი საინფორმაციო-მუსიკალური პროგრამით გადიოდა. დღეს ტელევიზიის  მაუწყებლობა 24-საათიანია. გაიზარდა აჭარის ტელევიზიის დაფარვის ზონაც.
 
არსებობის 24-წლიანი პერიოდის განმავლობაში, აჭარის ტელერადიო დეპარტამენტმა ორიგინალური და უნიკალური ფონდი შექმნა.

დღეს აჭარის ტელერადიო დეპარტამენტში 213 თანამშრომელი მუშაობს.
ყოველ წელს ახლდება აჭარის ტელევიზიის ეთერი - შეფუთვა, დიზაინი, ლოგოტიპი, პროგრამები, სტუდიები, ვებ-გვერდი, სამაუწყებლო ბადე.
 
არხის პრიორიტეტი მაყურებლისთვის ხარისხიანი და ეფექტური პროდუქციის შეთავაზებაა. ამჟამად აჭარის ტელევიზიის ეთერში ლიცენზირებული კინოპროდუქცია, ახალი შემეცნებითი პროექტები და გადაცემები გადის - საინფორმაციო გამოშვება "დრო", ბიზნეს-ეკონომიკური პროექტი "დროის ვექტორი", დილის გასართობი პროგრამა "დილის ტალღა", "ფერისცვალება", "სცენა", სამედიცინო პროექტი "იმპულსი", დოკუმენტური ფილმების სერია "ისინი", ინგლისური და თურქული ენის გაკვეთილები, "მოგზაურის დღიური", "1000 წვრილმანი", დოკუმენტურ გადაცემათა ციკლი "სახლი ბათუმში".
 
გვიყურეთ ეთერში დილის 8 საათიდან!...

კატეგორია: აჭარა | ნანახია: 145 | დაამატა: AbeLa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]