იმედი||ImeDi - 26 მაისში 2012 - Sheubere.Ucoz.Com
მთავარი » 2012 » მაისი » 26 » იმედი||ImeDi
11:03 AM
იმედი||ImeDi
ინფორმაცია ტელევიზიაზე:
დასახელება:იმედი
წელი:2001
აღწერა:
ტელეკომპანია "იმედი" 2001 წელს დაარსდა და მაუწყებლობს 2003 წლის 15 მარტიდან. დღეისათვის "იმედი" საქართველოს სატელევიზიო სივრცის ლიდერად ჩამოყალიბდა და მაყურებლის ნდობითა და დიდი ინტერესით სარგებლობს . "იმედი", უახლესი თაობის ტექნიკური აღჭურვილობის მეშვეობით საქართველოს ტერიტორიას მაღალი ხარისხის სატელევიზიო სიგნალით უზრუნველყოფს.ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქებულ ახალ ამბებს მაყურებელი მთელი დღის განმავლობაში ეცნობა.პირველად ქართულ ტელესივრცეში, სწორედ "იმედმა" დაიწყო ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენება.  კომპანია მაყურებელს სთავაზობს მსოფლიოში პოპულარული სატელევიზიო ფორმატების ადაპტირებულ ვერსიებს, ქართულ და საზღვარგარეთულ მხატვრულ ფილმებს, ტელესერიალებს, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს. ასევე, სთავაზობს მაყურებელს მსოფლიო მნიშვნელობის კინო, მუსიკალური და სხვა სახის დაჯილდოების ცერემონიების პირდაპირ ეთერში ტრანსლაციას.ითვალისწინებს რა დღევანდელობის მოთხოვნებს, მოვლენების დინამიკურ განვითარებასა და საზოგადოების დაკვეთას, "ტელეიმედი" მუდმივი განახლებისა და ძიების პროცესშია. კომპანიის მიზანია წარმოდგენილი პროდუქციის მაღალი ხარისხი, მომწოდებლებთან და კლიენტებტან თვისობრივად ახალი ურთიერთობების დამყარება, საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე ტელესიგნალის გავრცელება და რაც შეიძლება ფართო აუდიტორიის დაინტერესება.

ტელეკომპანიის ტექნიკურ ხარისხს უზრუნველყოფს თანამედროვე სატელევიზიო ტექნოლოგიები. ინგლისურმა კომპანიამ "On-Air Systems" "იმედის" მაუწყებლობისათვის ავტომატიზირებული სისტემა დაამონტაჟა. ფირმა "Rhode & Schwarz", კი ტელესიგნალის გავრცელებაზე ზრუნავს.

კომპანიის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე "იმედის" კონსულტანტები იყვნენ: ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, ამერიკული საკონსულტაციო კომპანია "Quadrant Entertainment Group" და ნორვეგიული კომპანია "Teleplan". ამჟამად "იმედს" სხვა ექსპერტებთან ერთად კონსულტაციას კირილ ლეგატი უწევს.

იმედი უარს აცხადებს არალიცენზირებული პროდუქციის ტელე-ეთერში გაშვებაზე. იმედის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის სამომავლო ინტერესებისათვის აუცილებელია წამყვან ვიდეო, მუსიკალურ და კინო პროდუქციის მომწოდებლებთან სამართლებრივი ურთიერთობების დამყარება...

კატეგორია: იმედი | ნანახია: 143 | დაამატა: AbeLa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]