მთავარი » მაესტრო
ინფორმაცია ტელეარხზე:
დასახელება:მაესტრო
წელი:1997
აღწერა:
სტუდია "მაესტრო" შეიქმნა 1995 წლის თებერვალში. ის ეთერში გადიოდა სახელმწიფო ტელევიზიის I და II არხებზე სხვადასხვა გასართობი გადაცემებით.

2001 წელს "მაესტრომ" ტელეკომპანია "პირველი სტერეოს" ეთერში პირველად საქართველოში შექმნა მუსიკალურ-გასართობი არხი. შემდეგ კი მოღვაწეობა გააგრძელა ტელეკომპანია "ევრიკაზე". სტუდია "მაესტროს" განხორციელებული აქვს 50-ზე მეტი სხვადასხვა პროექტი, რამდენიმე სატელევიზიო თამაში და ლატარეა. "მაესტრო" ყოველთვის ითვლებოდა ნოვატორ სტუდიად. მან პირველმა საქართველოში შექმნა იუმორისტულ-სატირული გადაცემა "პა-სეანსი", ასევე პირველმა გააკეთა მუსიკალურ-გასართობი არხი და პირველმა შესთავაზა მაყურებელს საქართველოს ისტორიაში პირველი რეალური შოუ "ამტანი".  

სტუდია "მაესტროს" მოღვაწეობის ახალი არეალი

"მაესტრო" ეთერში გადის გაფართოებული მაუწყებლობით. მისი პროგრამები ვრცელდება საკაბელო ქსელის მეშვეობით თბილისში, მცხეთაში, რუსთავში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, აგრეთვე რამდენიმე სხვა რაიონში.
მაუწყებლობის არეალის გაზრდამ "მაესტროს" გადააწყვეტინა ახალი კონცეფციის შექმნა. იმისათვის, რომ მაყურებლისთვის, რეკლამის დამკვეთისთვის, მომხმარებლისთვის უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი გამხდარიყო "მაესტროსთან" ურთიერთობა, გაიზარდა მომსახურეობის სახეები, მზადების პროცესშია ახალი გადაცემები.
სტუდია "მაესტროს" გავრცელების არეალი
AGB – ს (დღესდღეობით ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს იკვლევს) კვლევის მონაცემების მიხედვით, ოფიციალურად, თბილისის მოსახლეობის 50% იყენებს საკაბელო ქსელის მომსახურებას (დაახლოებით 550 000 მაყურებელი) მონაცემები მნიშვნელოვნად შემცირებულია, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი (25-30%) არაოფიციალურად არის ჩართული ამა თუ იმ საკაბელო ქსელში. ჯამში მაყურებელთა რაოდენობა დაახლოებით 880 000–ს შეადგენს. ამავე კომპანიის მონაცემებითვე დიდ ქალაქებში (ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, რუსთავი) და მათ მიმდებარე რაიონებში მოსახლეობის 45%-ს აქვს საკაბელო ქსელი (დაახლოებით 665 000 ადამიანი)...
დაარჩენი სრულიადში...